საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო–გეოლოგიის ფაკულტეტთან არსებული მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი შვიდ ათეულ წელს ითვლის. მუზეუმი მინერალოგიურ–პეტროგრაფიული ექსპონატების თვალსაზრისით ერთ–ერთი მდიდარი და მრავალფეროვანი მუზეუმია ამიერკავკასიაში. აქ გამოფენილია ნიმუშები როგორც საქართველოს, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ცნობილი საბადოებიდან, მათი ცალკეული უბნებიდან. წარმოდგენილია როგორც მადნეული, არამადნეული და ქანმაშენი მინერალები, ასევე მათი პარაგენეტული ასოციაციები. აგრეთვე, ძვირფასი, სანახელავო, მოსაპირკეთებელი და სამშენებლო ქვები. აქვეა მინერალთა სისტემური, გეოქიმიური, გენეტური და ზოგიერთი ცალკეული ლითონის მთავარი მინერალების კოლექციები. ფართოდაა წარმოდგენილი ცალკეულ მინერალთა ბუნებრივი კრისტალები.

    მუზეუმი ეხმარება არა მარტო სტუდენტებს და მოსწავლე ახალგაზრდობას, არამედ მინერალებითა და ქანებით დაინტერესებულ ყველა პიროვნებას.

    მუზეუმი დაარსებულია 1940 წელს, თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის შენობაში, სადაც იგი განთავსებული იყო ერთ ოთახში, რომელშიც მინერალთა კოლექციები გამოფენილი იყო მცირე ზომის რვა ვიტრინაში. 1952 წლიდან, როდესაც დამთავრდა სამთო–გეოლოგიური კორპუსის მშენებლობა და მუზეუმმა დაიკავა ის ფართი, რომელიც ამჟამად უჭირავს, იწყება მუზეუმის გაფართოება და შევსება მინერალთა და ქანთა ახალი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ნიმუშებით.



კატალოგი: იხილეთ ბმული >>

საქართველოს გეოლოგიური რუკა: იხილეთ ბმული >>

საქართველოს ტექტონიკური რუკა: იხილეთ ბმული >>

პარტნიორები