სიახლე
მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” დაგეგმილი იყო 2021 წლის 23-24 სექტემბერს.
საქართველოს მინერალური საზოგადოება შეიქმნა ადრე მოქმედი
მინერალოგიური საზოგადოების ტრადიციებზე დაყრდნობით.
2018 წელი, გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა
არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, სამეცნიერი საბჭოსა და საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით კონფერენცია გადაიდო და გაიმართება 28-29 ოქტომბერს.
კონფერენციის პროგრამა
სარეგისტრაციო ფორმა
ჩვენ შესახებ
ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებების
განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოში.
პროპაგანდას გავუწევთ მსოფლიოში გეოლოგიურ მეცნიერებათა მიღწევებს
საქართველოში, ვითანამშრომლებთ უმაღლეს სასწავლებლებთან და დარგის
საწარმოებთან.
მუდმივად განვაახლებთ ჩვენს მონაცემებს, დავამატებთ ახალს და
ვეცდებით შესაბამისად უფრო ინფორმაციული გავხადოთ ყველაფერი.
განათლებული, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარის მქონე
საზოგადოების წევრების ხელშეწყობით განვახორციელებთ გეოლოგიური დარგების
ფუნდამენტალური პრობლემების კვლევას.
ხელს შეუწყობთ გეოლოგიის მეცნიერებებისა და პრაქტიკული საკითხების ფართო
პოპულარიზაციას.
საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება საერთაშორისო მინერალოგიური
ასოციაციის წევრად აირჩიეს.
საზოგადოების წევრებსა და ყველა გეოლოგს ვულოცავთ საქართველოს
მინერალოგიური საზოგადოების საერთაშორისო მინერალოგიურ ასოციაციაში
გაწევრიანებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. ეს ყველა გეოლოგისთვის
დიდი მიღწევა და გამარჯვებაა.
იხილეთ ბმული: ima-mineralogy.org/Georgia
/ ima-mineralogy.org/adhorg
/ www.facebook.com
2019 წელი, გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა
2019 წლის 29-30 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა’’. ყოველწლიურად იზრდება გეოლოგიის დარგში მოღვაწე ადამიანების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ინტერესი კონფერენციისადმი. კონფერენციის მიზანი გეოლოგიის დარგის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის დარგში არსებული სიახლეების გაცნობა და მათი დაინტერესებაა.
წლევანდელი კონფერენცია ძირითადად გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებასა და გადაწყვეტას მიეძღვნა.
2018 წლის 29-30 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა’’. კონფერენცია მიეძღვნა ოთხი გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო თარიღებს, კერძოდ
ალექსანდრე ჯანელიძისა და
კალისტრატე გაბუნიას
დაბადების 130 წლისთავს, ხოლო
გიორგი ზარიძისა
და
იოსებ ბუაჩიძის
დაბადების 110 წლისთავს.
2017 წლის საერთაშორისო კონფერენცია
2017 წლის 1-2 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“. კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულ სამ პლენარულ სხდომაზე 30 მოხსენება იქნა წარმოდგენილი, რომლებიც გეოლოგიის დარგის სხვადასხვა მიმართულების აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა.
კონეფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები.