სტუდენტური პრაქტიკა ბოლნისისა და ყაზბეგის რაიონებში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი 2003 წლიდან უზრუნველყოფს ორ სასწავლო-გეოლოგიურ საველე პრაქტიკას ბოლნისისა და ყაზბეგის რაიონებში.
სტუდენტებს პრაქტიკის გავლის დროს საშუალება ეძლევათ გაეცნონ გეოლოგიურად საინტერესო და განსხვავებულ ორ რეგიონს.
პრაქტიკისთვის ბოლნისის რაიონი შეირჩა გეოლოგიური და მინერალოგიური ფაქტორების მიხედვით. სტუდენტები პრაქტიკის მიმდინარეობისას დაბანაკებულნი არიან საქართველოს გეოლოგიური ინსტიტუტის კეთილმოწყობილ სამეცნიერო კვლევით ბაზაზე, სადაც მათთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებია შექმნილი.
"სტუდენტური პრაქტიკა ბოლნისისა და ყაზბეგის რაიონებში" სრულად>>
სტუდენტური პრაქტიკა თუშეთში
2012 წლის 23 ივნისი, თითქოს არაფრით გამორჩეული ზაფხულის მზიანი
დილაა, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა ზუსტად ვიცით, რომ ეს და მომდევნო დღე ჩვენს
ტკბილ მოგონებებს შორის ოქროს ასოებით ჩაიწერება. მიზეზი კი ისაა, რომ გრძელდება
ტრადიცია, რომელიც სამთო–გეოლოგიურ ფაკულტეტზე დანერგა ბატონმა ნოდარ
ფოფორაძემ. კერძოდ, კი ზაფხულის ერთ–ერთ შაბათ–კვირას ვაწყობთ ექსპედიციას
საქართველოს მთიანეთში. ვეცნობით იქ არსებულ ისტორიულ ძეგლებს, ვსწავლობთ
რაიონის გეოლოგიურ აგებულებას და, რაც მთავარია, ვტკბებით ჩვენი სამშობლოს,
დედა–ბუნების სილამაზით. ამჯერად ჩვენი მარშრუტია თბილისი–ახმეტა–ომალო.
თბილისი–ომალოს გზის გავლისას გადავკვეთეთ საქართველოს ტერიტორიაზე ე.
გამყრელიძის მიხედვით ტექტონიკური დარაიონებით გამოყოფილი სამივე მთავარი
სტრუქტურულ–ფორმაციული ერთეული. მარშრუტის ტერიტორიის აგებულება
მრავალფეროვანი ქანებითაა წარმოდგენილი, ტექტონიკური სურათი რთულია.
"სტუდენტური პრაქტიკა თუშეთში" სრულად>>
2010 წლის საველე-გეოლოგიური პრაქტიკა შატილში
2010 წლის 9 ოქტომბერს, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიური
დეპარტამენტის პირველი კურსის მაგისტრები, ბ-ნ ნოდარ ფოფორაძის და ბ-ნ
სულხან გველესიანის ხელმძღვანელობით გავემგზავრეთ ხევსურეთის გეოლოგიური
აგებულების გასაცნობად და ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ამ
პერიოდში მთაში ამინდი ხშირად ირევა, მაგრამ, საბედნიეროდ, ბედმა გაგვიღიმა
და მზე დაგვნათოდა მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
ჟინვალის გადასახვევიდან გზა მიუყვება სოფლებს: ჩინთი, გუდრუხი,
თვალივი, შემდეგ თვალი მოგვწყვიტა ჟინვალის წყალსაცავმა, გავიარეთ სოფ.
მაღაროსკარი, მდინარეები ჩარგლურა და ლიქოკი, სოფ. კორშა, მდ. ჩირდილი,
სოფ. ბისო და სოფ. ხახმატი, სადაც პირველად შევისვენეთ. ჩვენს გარშემო
შესანიშნავი ბუნება გადაიშალა, მაღალ მწვერვალზე მოჩანდა პირველი თოვლი და
მთის ფერდობებზე შეფენილი ცხვარი.
"2010 წლის საველე-გეოლოგიური პრაქტიკა შატილში" სრულად>>
საველე-გეოლოგიური პრაქტიკა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში
ჩვენი საველე-გეოლოგიური პრაქტიკის მიზანია საქართველოს ტერიტორიის
მთავარი სტრუქტურული ერთეულების (I-კავკასიონის ნაოჭა სისტემა, II- ამიერკავკასიის მთათაშუა არე და III-მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემა)
მნიშვნელოვანი გაშიშვლებების, სტრუქტურების, ლითოლოგიური ჭრილების
ვიზუალური თავისებურებების დათვალიერება და დაკვირვების წერტილების
აღწერა. გეგმაში ასევე არის ეკლესიების და კულტურული დანიშნულების ძეგლების
მონახულება.
საველე-გეოლოგიური პრაქტიკა დაიწყო საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის III კორპუსის ეზოდან, დილის 9 საათზე 2013 წლის 20 სექტემბრს. ჩვენს განკარგულებაში იყო მხოლოდ 3 დღე, გასავლელი და სანახავი კი ბევრი რამ
გვქონდა
"საველე-გეოლოგიური პრაქტიკა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში" სრულად>>