2021 წელი, „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”
ა.წ. 28-29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“, რომელსაც საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება ტრადიციულად ყოველწლიურად ატარებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბოლო წლებში უკვე, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან ერთად. ქვეყანაში არსებული ვითარების გამო წელსაც სხდომები მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პროგრამით.ტრადიციულად მინერალოგიური საზოგადოების კონფერენცია წელსაც ჩატარდა კომპანია „არემჯის“ (RICH METALS GROUP) აქტიური მხარდაჭერით, თანადგომითა და სპონსორობით, რისთვისაც საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება დიდ მადლობას უხდის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, თორნიკე ლიპარტიას და ახალგაზრდა მენეჯერთა გუნდს. მსგავსი ორგანიზაციის მხარდაჭერა კონფერენციისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული 44 მოხსენებიდან წარმოდგენილი იქნა 18 მოხსენება, შესრულდა 18 პოსტერი. გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო არ იქნა მოხსენებული 8 მოხსენება. კონფერენციის თეზისები დაბეჭდილია და განთავსდება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ვებგვერდზე. გამორჩეული მოხსენების მასალები დაიბეჭდება „სამთო ჟურნალში“.
კონფერენცია წარიმართა ონლაინ ფორმატში, რაც კონფერენციის მონაწილეებს შორის დიდ გულისტკივილს იწვევს, თუმცა დასრულდა იმ იმედით, რომ შემდგომი კონფერენცია გაისად ცოცხალ გარემოში შედგება.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული>>
შრომათა კრებული >>
2020 წელი, „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”
2020 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსში საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პროგრამის გამოყენებით ჩატარდა მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”. ყოველწლიურად იზრდება გეოლოგიის დარგში მოღვაწე ადამიანების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ინტერესი კონფერენციისადმი. კონფერენციის სხდომებზე, სამეცნიერო მოხსენებებთან ერთად, მონაწილეებმა მოისმინეს მსჯელობა გეოლოგიასა და სამთო საქმეში არსებული პრობლემებისა და პერსპექტივების შესახებ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თანმიმდევრულ შესწავლას, რაციონალურ გამოყენებას და მართებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას. კონფერენციაზე მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები.
კონფერენციაზე ონალინ რეჟიმში გაკეთდა 19 მოხსენება. წარმოდგენილი 16 სასტენდო მოხსენება კი განთავსდება საზოგადოების ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდებზე.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული>>
შრომათა კრებული >>
პოსტერების სანახავად იხილეთ ბმული>>
2019 წელი, გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა
2019 წლის 29-30 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა’’. ყოველწლიურად იზრდება გეოლოგიის დარგში მოღვაწე ადამიანების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ინტერესი კონფერენციისადმი. კონფერენციის მიზანი გეოლოგიის დარგის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის დარგში არსებული სიახლეების გაცნობა და მათი დაინტერესებაა.
წლევანდელი კონფერენცია ძირითადად გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებასა და გადაწყვეტას მიეძღვნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ >> ბმული
შრომათა კრებული >>
2018 წელი, გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა
2018 წლის 29-30 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა’’. კონფერენცია მიეძღვნა ოთხი გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო თარიღებს, კერძოდ ალექსანდრე ჯანელიძისა და კალისტრატე გაბუნიას დაბადების 130 წლისთავს, ხოლო გიორგი ზარიძისა და იოსებ ბუაჩიძის დაბადების 110 წლისთავს.
ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა გეოლოგიის დარგში არსებული სამეცნიერო სიახლეებისა და გამოწვევების შეჯამება იყო, რასაც 26 მომხსენებლის გამოსვლა და 5 თემატური სასტენდო მოხსენება მიეძღვნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: სრულად>>
2017 წელი, გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა
2017 წლის 1-2 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“. კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულ სამ პლენარულ სხდომაზე 30 მოხსენება იქნა წარმოდგენილი, რომლებიც გეოლოგიის დარგის სხვადასხვა მიმართულების აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა.
კონეფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: სრულად>>
2016 წელი, გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა
2016 წლის 19-20 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა რიგით მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა’’. კონფერენციაზე გაკეთდა 25 მოხსენება, რომლებიც ეხებოდა გეოლოგიის დარგის თითქმის ყველა სპეციალიზაციას, მათ შორის აღსანიშნავია, მინერალოგიისა და პეტროლოგიის თანამედროვე საკითხები, ტექტონიკა, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, გარემოსდაცვითი, სასმელი და ტექნიკური წყლებით მომარაგების, მინერალური რესურსებისა და სამთო საწარმოების განვითარების საკითხები საბაზრო პირობებში და სხვა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: სრულად>>
2015 წელი, გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა
საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2015 წლის 23-24 აპრილს, ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში ჩატარდა რიგით პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, მიძღვნილი საქართველოს გეოლოგიის თანამედროვე პრობლემებისადმი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა 27 მოხსენება, რომლებიც, ძირითადად, ეხებოდა საქართველოს გეოლოგიური სამსახურების საქმიანობას, მინერალოგიური საზოგადოების განვლილ პერიოდს, ქვეყნის მინერალურ-რესურსული ბაზის მდგომარეობას, გარემოსდაცვით და საკანონმდებლო ასპექტებს, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის საკითხებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: სრულად>>
2014 წელს, XIII საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორი
2014 წლის 14 სექტემბერს თბილისში გაიმართა XII საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (საქართველო) და რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის (რუსეთი) მიერ. აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს მინერაოლოგიური საზოგადოება წარმოადგენდა ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: სრულად>>