სიახლე

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით 2018 წლის 29-30 მაისს იგეგმება მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციის ჩატარება თემაზე:
„გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”









ჩვენ შესახებ

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება საქართველოს მინერალური საზოგადოება შეიქმნა ადრე მოქმედი მინერალოგიური საზოგადოების ტრადიციებზე დაყრდნობით.

ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებების განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოში.

პროპაგანდას გავუწევთ მსოფლიოში გეოლოგიურ მეცნიერებათა მიღწევებს საქართველოში, ვითანამშრომლებთ უმაღლეს სასწავლებლებთან და დარგის საწარმოებთან.

მუდმივად განვაახლებთ ჩვენს მონაცემებს, დავამატებთ ახალს და ვეცდებით შესაბამისად უფრო ინფორმაციული გავხადოთ ყველაფერი.

განათლებული, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარის მქონე საზოგადოების წევრების ხელშეწყობით განვახორციელებთ გეოლოგიური დარგების ფუნდამენტალური პრობლემების კვლევას.

ხელს შეუწყობთ გეოლოგიის მეცნიერებებისა და პრაქტიკული საკითხების ფართო პოპულარიზაციას.

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება საერთაშორისო მინერალოგიური ასოციაციის წევრად აირჩიეს.

საზოგადოების წევრებსა და ყველა გეოლოგს ვულოცავთ საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების საერთაშორისო მინერალოგიურ ასოციაციაში გაწევრიანებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. ეს ყველა გეოლოგისთვის დიდი მიღწევა და გამარჯვებაა.


იხილეთ ბმული:    ima-mineralogy.org/Georgia   /    ima-mineralogy.org/adhorg   /    www.facebook.com

ოთხი გამორჩეული ქართველი მეცნიერ-გეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო თარიღები

წელს ქართული გეოლოგიური საზოგადოება აღნიშნავს ოთხი გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო თარიღებს. კერძოდ, ალექსანდრე ჯანელიძისა და კალისტრატე გაბუნიას დაბადების 130 წლისთავს, ხოლო გიორგი ზარიძისა და იოსებ ბუაჩიძის დაბადების 110 წლისთავს. საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებისთვის კარგად არის ცნობილი ამ ოთხი პიროვნების როლი ეროვნული გეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. აკადემიკოსი ალექსანდრე ჯანელიძე და პროფესორი კალისტრატე გაბუნია ქართული გეოლოგიური სკოლის ფუძემდებლები არიან, ხოლო მათი ღირსეული მოწაფეები, აკადემიის წევრ-კორესპოდენტები გიორგი ზარიძე და იოსებ ბუაჩიძე ქართული პეტროლოგიური სკოლისა და ჰიდროგეოლოგიურ-საინჟინრო-გეოლოგიური სკოლების დამაარსებლებად ითვლებიან.

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება

2017 წლის საერთაშორისო კონფერენცია

2017 წლის 1-2 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“. კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულ სამ პლენარულ სხდომაზე 30 მოხსენება იქნა წარმოდგენილი, რომლებიც გეოლოგიის დარგის სხვადასხვა მიმართულების აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. კონეფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები.

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება

პარტნიორები

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება